სეპარატისტული აფხაზეთის მონახულების შემდეგ, რუსული დელეგაცია, რომესაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე, რუსეთის ყოფილი შს მინისტრი რაშიდ ნურგალიევი ხელმძღვანელობს ცხინვალის რეგიონში ჩავიდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, რაშიდ ნურგალიევი ოს სეპარატისტთა ლიდერს ლეონიდ თიბილოვს და ე.წ. პრემიერ მინისტრს როსტიკ ხუგაევს შეხვდა.
ისევე როგორც სეპარატისტულ აფხაზრეთში, ცხინვალის რეგიონშიც რაშიდ ნურგალიევმა ის ობიექტები მოინახულა, რომელთა რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის თანხა რუსეთს აქვს გამოყოფილი.
ოსური მხარე ასევე იუწყება, რომ რუსულმა დელეგაციამ ასევე მონახულა 2008 წლის აგვისტოში გარდაცვლილი რუსი ე.წ. სამშვიდობოების შტაბის ყოფილი ადგილი და იქ ყვავილები მიიტანა.
ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსული დელეგაცია, იქ მდგარ მეოთხე რუსულ საოკუპაციო ბაზასაც მონახულებს.