აფხაზური ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა თურქეთში აფხაზური კულტურული ცენტრების ფედერაციის ხელმძღვანელს ფერიდუნ აკუსბას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აკუსბამ დაწვრულებით მოუთხრო შეხვედრის დამსწრეებს მისი ფედერაციის საქმიანობის შესახებ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "აფხაზეთის კულტურული ცენტრები უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ", რაც მიმართულია იმისკენ, რომ სეპარატისტთა თანამემამულეებს "იმ ინფორმაციის მაქსიმუმი ჰქონდეთ, რომელიც მათ ისტორიულ სამშობლოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას ეხება".
"კარგ ტრადიციად იქცა ყოველწლიურად თურქეთში მცხოვრები ჩვენი ახალგაზრდა თანამემამულეების მიღება აფხაზეთში", _ განაცხადა ადლეიბამ.
"დღეს სამშობლო მიწაზე დაბრუნებულებს საცხოვრებელი მისცეს, მაგრამ ამით სამუშაო არ სრულდება. აფხაზეთში დაბრუნებულებს ასევე სჭირდებათ დახმარება აქ ადაპრაციისთვის. მათ ისეთი სამსახური სჭირდებათ, რომ ნორმალურად იცხოვრონ და ოჯახების უზრინველყოფა შეძლონ", _ განაცხადა ბგანბამ.