აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, აფხაზეთის ე.წ. საპატიო მოქალაქეს ვიქტორ სადოვნიჩის შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზას, რომელიც ბიჭვინთაში რიაპშკის ხეობაში მდებარეობს. მოსკოვის უნივერსიტეტის ეს ბაზა, ჯერ კიდევ საბჭოეთის ხანაში იმყოფებოდა და ამჟამად მისი აღდგენა მიმდინარეობს.
„ამჟამად ამ ბაზაზე ასევ ისვენებენ სრუდენტები მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ვიქტორ სადოვნიჩი ასევე მოინახულებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს", _ იუწყება აფხაზური მხარეს და აღნიშნავს, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა საჩიქრები გაცვალეს. სადოვნიჩიმ ანქვაბს სუვენირები აჩუქა, რომლებიც ლომონოსოვის 300 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი.
„ალექსანდრე ანქვაბმა კი ვიქტორ სადოვნიჩის აფხაზეთის შვიდი მართლმადიდებული ტაძრის გამოსახულებიანი მონეტები უსახსოვრა", _ იუწყება აფხაზური მხარე.