აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ნურგალიევი სოხუმში სამუშაო ვიზიტით არის ჩასული.
„მხარეებმა შეხვედრაზე კმაყოფილება გამოხატეს აფხაზურ-რუსული ურთოერთობების განვითარების გამო, როგორც ერთობლივი შეთანხმებების, ისე სამხედრო სფეროსა და სოციალ-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით",_ იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, დღეს ალექსანდრე ანქვაბმა და რაშიდ ნურგალიევმა სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების რიგი ობიექტები მოინახულეს.