სოხუმის ცენტრში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს უკან მდებარე ქართულ საფლავებს განადგურების საფრთხე ემუქრება, _ აღნიშნულის შესახებ ნათელა დგებუაძე აცხადებს, რომელიც 19 წლის შემდეგ თავად ეწვია სოხუმს ომში გარდაცვლილი შვილის საფლავის მოსაძებნად, თუმცა უშედეგოდ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სოხუმის ცენტრში მდებარე ყველა ქართველის საფლავი განადგურებულია და ოკუპანტები სასაფლაოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების აშენებას გეგმავენ.
ნათელა დგებუაძე სოხუმში გადასვლასა და მომხდართან დაკავშირებით ფოტომასალის გადაღებას გეგმავს.
იგი საერთაშორისო ორგანიაზციებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს.