აფხაზი სეპარატისტები მიესალმებიან სერბეთის პარლამენტის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობას. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
კერძოდ, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ე.წ. სპიკერი ვალერი ბგანბა მიესალმება სერბეთის პარლამენტსი მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობას.
"ჩვენ მოხარულნი ვიქნებით თუ ეს მოხდება. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საკიტხი პოზიტიურად განიხილება. ეს რა თქმა უნდა გახდება პირველი ნაბიჯი წინ, თუკი სერბეთი კოსოვოს პრობლემის მიუხედავად აფხაზეთს აღიარებს", _ აცხადებს ბგანბა და აღნიშნავა, რომ აფხაზი ე.წ. პარლამენტარები მზად არიან სერბ კოლეგებტან კონტაქტების დამყარებისათვის.
შეგახსენებთ, რომ სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთან" საუბარში განაცხადა, რომ შესაძლოა სერბეთის პარლამენტმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს.
"დიახ, თუ პარლამენტში ასეთი საკითხი დადგება ის განხილული იქნება კიდეც. ამით ჩვენ კოსოვოში ჩვენს ინტერესებს არ ვემუქრებით. აქ პრინციპულად ძალიან დიდი სტატუსობრივი განსხვავებები არსებობს", _ განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.