გალის რაიონის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სოფელ მახუნჯიას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში მწვანე ფერის "ვოლგის" ავტომობილს მიაგნეს, რომელზეც გალის რაიონში ჩადენილი მკვლელობის შემდეგ ბოროტმოქმედები მიიმალნენ. მათ გალის კაფეში ორი სამართალდამცავი და ერთი ადგილობრივი მოსახლე მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება ამ საქმესთან მიმართებაში გრძელდება და მას გალის რაიონის ე.წ. პროკურატურა აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ აფხაზი სეპარატისტები გალში მომხდარ მკვლელობას საქართველოს სპეცსამსახურებს აბრალებენ და აცხადებენ, რომ ეს იყო ტერიტორისტული აქტი, რომელიც ქართული სპეცსამსახურების მხრიდან განხორციელდა.