დღეს დილით, გალში უცნობმა პირებმა ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი და ერთი ადგილობრივი მოსახლე მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დილით ორი, უცნობი პირი გალში მდებარე კაფეში შეიჭრა და "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატიდან იქ მყოფთა მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
მიღებული ჭრილობებისაგან 1953 წელს დაბადებული მილიციის მაიორი ლეონიდ კვიწინია და მილიციის მეორე თანამშრომელი 1975 წელს დაბადებული დევი ბუავა. ცეცხლის გახსნის შედეგად ასევე გარდაცვლილია სოფელ ნაბაკიას მაცხოვრებელი 1957 წელს დაბადებული გულთაზი ყოლბაია.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ დამნაშავეები კაფედან სათადარიგო გამოსასვლელიდან გაიქცნენ და "ვოლგის" ტიპის ავტომობილზე უცნობი მიმართულებით მიიმალნენ.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შემთხვევის ადგილზე ოპერტიული თანამშრომლები მუშაობენ.