რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახური ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ე.წ. სახელმწიფო საზღვრების კეთილმოწყობას აგრძელებენ. "ამ რესპუბლიკებში დაგეგმილი 45-დან უკვე ჩაბარებულია 32 სასაზღვრო ობიექტი". ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"სულ ორივე რესპუბლიკაში მოწყობის გეგმის თანახმად 45 ობიეტი უნდა შენდეს, მათ შორის ადმინისტრაციული კომპლექსები, სამსახურებრივი და მათი დამხმარე ნაგებობები. ასევე საცხოვრებელი კორპუსები სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის",_ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, ამჯამად რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრებს 1300 მესაზღვრე და "სობოლი"-სა და "მანგუსტი"-ს ტიპის სწრაფმავალი სასაზღვრო კატერი იცავს. სამხრეთ ოსეთში სამხედროების რაოდენობა 1200-ია.