მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორი ემირ კუსტურუცა დღეს კრემლს ეწვია და რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის რეზიდენტმა ემირ კუსტურუცას პირადად მიულოცა ჯილდო, რომელიც მას ჯერ კიდევ 2009 წლის იქტომბერში მიენიჭა.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიაქრმა კირილმა რეჟისორი პატრიარქ ალექსი II-ს სახელობის პრემიით _ "მართლმადიდებელი ხალხების ერთიანობიათვის გაწეული უდიდესი წვლილის. საზოგადოების ცხოვრებაში ქრისტიანული ფასეულობებისა დამკვიდრებისა და წინვლისთვის" დააჯოდოვა.
"გილოცავთ თქვენ როგორც აწ უკვე შემდგარ ლაურეატეს. ეს კარგი მიზეზია რუსეთში ჩამოსასვლელად. Aაქ თქვენ გიცნობენ და აფასებენ თქვენს ხელოვნებას, აქ თქვენ მარავალი თაყვანისმცემელი გყავთ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდეტმა რეჟისორის მიმართ წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვაში და დასძინა, რომ შეხვედრისას იგეგმება "ზოგიერთი სხვა საკითხების" განხილვა.
მედვედევის განცხადების შემდეგ პრესას შეხვედრა დაატოვებინეს.
რუსული მედია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და კუსტურუცას შორის საუბარი, სავარაუდოდ, "2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე" გადასაღებ ფილმს შეეხება.
მოკოვში იმედოვნებენ, რომ მედვედევი შესძლებს კუსტურუცას დაყოლიებას და მას ამ საქმეში რუსი რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვიც დაეხმარება. მით უფრო რომ თავად კუსტურუცას განცხადებით _ "მე და მიხალკოვი, ერთადერთი _ ორი რეჟისორი ვართ აღმოსავლეთ ევროპიდან ვის ფილმებზეც დასავლელი მაყურებელი ბილეთებს ყიდულობს".
უნდა აღინიშნოს რომ რეჟოსორმა წინადადება "2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე" ფილმის გადაღების შესახებ გასულ წელს მიიღო. კუსტურუცამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშიც იმოგზაურა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ უახლოესი ხუთი წელი მას გაწერილი აქვს და ახალ პროექტზე მუშაობას ვერ დაიწყებს.
"რია ნოვოსტის" ფოტო