ხვალ, 25 მაისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ქართული მხარე რამდენიმე დღის წინ დაკავებული ოთხი ქართველის გათავისუფლების საკითხს დააყენებს. ეს განცხადება შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
საქართველოს ოთხი მოქალაქე საქართველოსა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გავლით ჯონჯოლის მოსაკრეფად იყვნენ წასული.
ამას გარდა, უტიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე გარდა ამ საკითხისა ასევე განხილული იქნება უსაფრთხოების საკითხები.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის წინა შეხვედრა ერგნეთში 30 აპრილს გაიმართა.