"საფრანგეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიჰყიდოს რუსეთს "მისტრალის" კლასის სულ მცირე ერთი გემი მაინც, საფრანგეთის ლიდერებსა და ანალიტიკოსებს შორის მკვეთრ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს", _ წერს "ევრაზია.ნეტ"-ი. კამათის თემა არის სტრატეგიული მოგება, რომელსაც საფრანგეთი და დასავლეთი მიიღებს ან არ მიიღებს ამ გარიგებიდან.
დაზვერვის საინფორმაციო ბიულეტენში, ელისეს სასახლეში არსებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ ამ გარიგების დასრულების შესახებ, ოფიციალურად გამოცხადებული იქნება მარტში, ანუ მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი პარიზს ესტუმრება.
"საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის სურს "მისტრალის" ტიპის სამხედრო გემის გაყიდვის მომენტით ისარგებლოს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გემი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის სტანდარტებს შეესაბამება და აღნიშნული გარიგება წარმოადგინოს როგორც ერთგვარი "ძლიერი ინტეგრაციული ვექტორი" იმ პერიოდში, როდესაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და მოსკოვმა კვლავ დაიწყეს სერიოზულად განხილვა თანამშრომლობის შესაძლებლობებისა", _ ნათქვამია " Intelligence Online "-ის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო ბიულეტენში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სარკოზის აზრზე გავლენა იქონია მოსკოვის მიერ გაკეთებულმა წინადადებამ, დაიწყოს დიალოგი "უსაფრთხოების ახალ ერთობლივ სქემაზე".
როგორც ამბობენ, ამ გარიგებაში მცირე როლს როდი ასრულებს კომერციული მოგება: ბიულეტენის შემადგენლების აზრით, აღნიშნული გარიგება შერყეულ ფრანგულ იარაღის ექპორტის ინდუტრიისთვის არცთუ ისე ცუდი შანსია, ფეხზე დადგეს. გემის ღირებულება დაახლოებითY433 მილიონი ევროა (დაახლოებით 605,7 მილიონი აშშ დოლარი).
მიუხედავად ყოველივე ამისა, აღნიშნული გარიგება 100 %-ით შემდგარად არ შეიძლება ჩაითვალოს.
ერთ-ერთი ფრანგი დამკვირვებელი, საგარეო პოლიტიკის საკითხების სპეციალისტი, აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წრეებში ეს საკითხი აქტიური მსჯელობისა და კამათის საგანია. პარიზში კამათი გრძელდება და შესაძლოა ამ კამათში წაგებული აღმოჩნდეს სხვა არავინ თუ არა საქართველო და უკრაინა.
"უთანხმოებები ძირითადად ორი მიმართულებით ვლინდება: პირველი _ რა ურთიერთობა გვჭირდება რუსეთთან, იმ შემთხვვევაში, თუ მზად ვართ მივცეთ მას კარტ-ბლანში შავ ზღვაზე ნებიმიერი მოქმედებისთვის და მეორე საკითხი _ როგორად ვხედავთ ნატოს როლს მომავალში?" _ აცხადებს თომას გომარი, ფრანგული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის რუსული ცენტრის დირექტორი.