ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო ოპოზიციონერი კანდიდატი ალა ჯიოევა ვიცე-პრემიერად დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი ოკუპირებული ტერიტორიის "პრეზიდენტმა" ანატოლი ტიბილოვმა მოაწერა.
ის სოციალურ სფეროზე იქნება პასუხსიმგებელი.
შეგახსენებთ, რომ ჯიოევამ 2011 წლის ნოემბერში გამართულ "არჩევნებში" გაიმარჯვა, თუმცა შედეგები დარღვევების გამო გაუქმდა. ვითარების გამწვავებამ ედუარდ კოკოითის თანამდებობიდან გადადგომა გამოიწვია.