რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ტატიანა გოლიკოვას რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალ-ეკონომიკური განვითარების საკითხების კურირება დაევალა. ხოლო მეორე თანაშემწეს ანდრეი ფურსენკოს კი - სამეცნიერო ფონდებისა და გრანტების საკითხების კურირება.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გოლიკოვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების საკითხებით იქნება დაკავებული, ხოლო განათლების ყოფილი მინისტრი ანდრეი ფურსენკო სამეცნიერო ფონდებითა და გრანტებით, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ხაზით მეცნიერებისთვისაა განკუთვნილი".