ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაზე წვევამდელების პარტია ჩაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წვევამდელები აფხაზეთში პირადი შემადგენლობის გეგმიური ცვლილების ფარგლებში ჩავიდნენ.
"სულ საკადრო შემადგენლობის როტაცია 1000 ადამიანს შეეხება. დღეისათვის სამხედრო ბაზაზე უკვე ჩავიდა 400 სპეციალისტი და უმცროსი მეთაური. ყველა წვევამდელმა მომზადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრებში გაიარეს", _ იუწყება პრესსამსახური.
აღსანიშნაია, რომ რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა აფხაზეთში გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებშია განლაგებული. ბაზის შტაბი გუდაუთაშია. ამასთან ერთად, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ბაზას შეიარაღებაში აქვს "ტ-90ა"-ს 41 ტანკი. 150 ჯავსანმაქანა "ბტრ-80", თვითმავალი სარაკეტო დანადგარების ორი დივიზიონი, ზალპური ცეცხლი "გრადი"-ს ერთი დივიზიონი და საზენიტო სარაკეტო სისტემების "ს-300პს"-ის პოლკი.