აფხაზი სეპარატისტების დელეგაცია ე.წ. სამუშაო ვიზიტით ვენესუელაში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დელეგაციას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა ხელმძღვანელობს.
"ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მოლაპარაკებები ოფიციალურ დონეზე საკითხთა ფართო სპექტრის შესახებ, რომლებიც აფხაზეთისა და ვენესუელის პოლიტიკურ და სავაჭრო -ეკონომიკურ თანამშრომლობას შეეხება",_ იუწყება აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები