დღეს ცხინვალში პარტია "ოსეტია -პლოშად სვობოდი" დაფუძნდა, რომლის თავმჯდომარედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა აირჩიეს. პარტიის დამფუძნებელ ყროლობაზე სიტყვით გამოსვლისას ჯიოევამ აღნიშნა, რომ მედია შეცდომით უწოდებს ამ პარტია "ოპოზიციურს".
"ჩვენ წინა ხელისუფლების ოპოზიცია ვიყავით, რაც შეეხება ახლანდელ ხელისუფლებას, ჩვენ ვამბობთ: მოდით, გამოიყენეთ ჩვენი პოტენციალი", _ განაცხადა ჯიოევამ და აღნიშნა, რომ მზადაა "ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისათვის იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც მის წინაშე დგას".
"პოლიტიკური პარტია ჩვენ გვჭირდება როგორც ინსტუმენტი გავლენისა, თანამშრომლობისა და არსებული ხელისუფლების ურთიერთქმედებისა საზოგაოდების წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად - ერის გადაშენებისგან, გაქრობისგან და დეგრადაციისგან გადასარჩენად", _ განაცხადა ჯიოევამ.