ხვალ, 22 ოქტომბერს, ქალაქ გურჯაანში ფესტივალი `ოქროს შემოდგომა" გაიხსნება. ფესტივალი ერთი კვირა გაგრძელდება და მის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. ფესტივალის ორგანიზატორი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაა.
ფესტივალს საესტრადო სიმღერების კონკურსი გახსნის, რომელიც გურჯაანის კულტურის ცენტრში გაიმართება. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ახალგაზრდები მიიღებენ.
23 ოქტომბერს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელთა ფოლკლორული საღამო მოეწყობა, ხოლო 27-28 ოქტომბერს, გურჯაანი ფოლკლორის რეგიონალურ ფესტივალს უმასპინძლებს.
`ოქროს შემოდგომა~ 29 ოქტომბერს ბავშვთა თეატრების დათვალიერებით დასრულდება.
გამარჯვებულების დაჯილდოვება `შემოდგომის ზეიმის~ დღესასწაულზე მოხდება, რომელიც გურჯაანში 1 ნოემბერს გაიმართება.