ე.წ. სამხრეთ ოსეთს ახალი მშენებელი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეპუტატების გადაწყვეტილებით ცხინვალის რეგიონში არსებული ე.წ. მთავრობის თავმჯდომარედ როსტიკ ხუგაევი აირჩიეს. მისი კანდიდატურა ე.წ. პარლამენტში ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა წარადგინა.
"მე დიდ იმედებს ვამყარებ როსტიკ ხუგაევზე "რუსეთის დამსახურებულ მშენებელზე". მან თავი კომპეტენტურად გამოავლინა სამარაში სადაც მრავალი წლის განმავლობაში მშენებლობით იყო დაკავებული", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა.
აღსანიშნავია, რომ როსტიკ ხუგაევს დამთავრებული აქვს მიქოიანის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი "სამრეწველო და სამოქალაქო მშენბლობის" სპეციალობით. ხუგაევი, რუსული მედიის ინფორმაციით, სოციოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატია და მას "რუსეთის დამსახურებული მშენებლის" წოდება აქვს.