აშშ-ის კონგრესი ბელორუსული იარაღის მუიწოდებების აღრიცხვაზე დაყენების კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტი ავალდებულებს აშშ-ს, სახელმწიფო დეპარტამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს პარლამენტარებს ბელორუსიიდან იარაღის ექსპორტის შეახებ ანგარიში, ასევე ამ ქმედებაში რუსეთის მონაწილეობის შეახებ ინფორმაცია.
ამერიკელი კანონმდებლები შეშფოთებას გამოთქვამენ მინსკის კონტაქტებზე "ქვეყნებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს ან უარს აცხადებენ აშშ-სთან თანამშრომლობაზე კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარებისას". ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" წერს. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ მომავალში ეს, შესაძლოა, სანქციებით ემუქრებოდეს არა მხოლოდ მინსკს, არამედ მოსკოვსაც.
კანონპროექტი კონგრესის ორივე პალატაში ერთდ შევიდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ოფიციალური მონაცემებით, ბელორუსის იარაღის ექსპორტმა 1999 წლიდან 2006 წლამდე პერიოდში 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მინსკს იარაღის ექსპორტიორების ნუსხაში მე-11 ადგილზე აყენებს. დოკუმენტის ავტორთა აზრით, ეს, შესაძლოა, "აისბერგის უმაღლესი მწვერვალი იყოს".
"ბელორუსული იარაღის მიწოდების რეალური მოცულობა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ოფიციალურს, იმიტომ, რომ იარაღის მიწოდების შესახებ ოფიციალური ხელშეკრულებები შეუძლებელია თავის თავში არ გულისხმობდეს საიდუმლო შეთანხმებებს, რომლებიც ბელორუსის მთავრობამ ან სახელმწიფოს კუთვნილმა დაწესებულებებმა გააფორმეს", - ნათქვამია კანონპროექტში.
კონგრესმენები ამტკიცებენ, რომ ბელორუსი არის უმსხვილესი მიმწოდებელი რაკეტების, ნაღმმტყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების, ნაღმების. ყოველივე ამას ბელორუსი პალესტინურ ექსტრემისტულ დაჯგუფებებსა და ტერორიზმის სპონსორ ქვეყნებს აწვდის, ისეთებს, როგორებიც არიან ირანი და სირია. ამას გარდა, ბელორუსის კლიენტებს შორის რომლებიც ვაშინგტონს აშფოთებენ, ნახსენებია ქვეყნები, რომლებიც "უარს აცხადებენ აშშ-სთან ერთად კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარებაზე, მაგალითად ვენესუელა.
კონგრესის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მინსკის თანამშრომლობა თეირანთან. ბელორუსმა ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში მიაწოდა ირანს პროდუქცია, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად ან ბალესტიკური რაკეტების შესაქმნელად. შედეგად 2004 წელს აშშ-მა ბელორუსულ დაწესებულებას "ბელვნეშპრომსერვისს" სანქციებიც კი დაადო. მიუხედავად ამისა, 2005 წლის მაისში ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ იგი მზადაა ირანთან თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით, ხოლო ბელორუსის პარლამენტმა ისლამურ რესპუბლიკასთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
კონგრესმენები ასევე მიიჩნევენ, რომ მინსკი რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებს. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბელორუსს საბჭოთა კავშირიდან იარაღის მნიშვნელოვანი მარაგები ერგო მემკვიდრეობით.
კანონპროექტი პირდაპირ ადანაშაულებს რუსეთს აშშ-სთან თანამშრომლობის სურვილის არქონის გამო იმ საკითხში, რომ დაარწმუნოს ბელორუსი, აღარ მიაწოდოს იარაღი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნებს. ამის ნაცვლად, აცხადებენ სენატორები, რუსეთი ბელორუსთან სამხედრო თანამშრომლობას კიდევ უფრო აღრმავებს.
კანონპროექტის ავტორები გამომცემლობა "ჟანე ს Aირ Lაუნცჰედ ჭეაპონს"-ზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსეთი შიშობს, პირდაპირ მიაწოდოს ირანს საზენიტო კომპლექსები "ს 300" და ამას ბელორუსის მეშვეობით აკეთებს. კონგრესმენები აცხადებენ, რომ მინსკი საერთოდ ხშირად არის შუამავალი იმ შემთხვევებში, როდესაც მოსკოვი იარაღის ამა თუ იმ პარტიის მიწოდებაში თავის მონაწილეობას უარყოფს.
"თუმცა ამ სავაჭრო მარშრუტში მოსკოვის თანხმობის გარეშე არაფერი ხდება", - ნათქვამია დოკუმენტში.