"მსოფლიო ბანკი რუსეთში 2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3-პროცენტიან ზრდას ელის", _ ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში, რომელიც 2010 წლის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს ეხება. აღნიშნული ანგარიში დღეს გამოქვეყნდა.
პროგნოზი რუსული ეკონომიკისთვის, რომელიც მიმდინარე წლისთვის არის გაკეთებული, უცვლელი რჩება - იგი გაიზრდება, როგორც მოსალოდნელია, 3,2 პროცენტით. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტგაზეთში "IFX.ღU" ავრცელებს.
გამომცემლობა აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზი საკმაოდ მოკრძალებულია, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის ტემპის ვარდნას 2011 წელს რიგი ექსპერტები მაინც ვარაუდობენ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით, რომელიც მან 2009 წელს გააკეთა, რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4,9 პროცენტით იყო მოსალოდნელი, მაგრამ 2011 წელს ტემპის ვარდნა 4,2 პროცენტს უნდა გასტოლებოდა. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ იმედს იტოვებს, რომ სამამულო ეკონომიკა წლიდან წლამდე სულ უფრო წინ წაიწევს. მაგალითად, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ პროგნოზში 2010 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ რუსეთში 3,1 პროცენტი, 2011 წელს 3,4 პროცენტი, ხოლო 2012 წელს 4,2 პროცენტი უნდა შეადგინოს.