აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში, მდინარე ბზიფში დამხრჩვალ რუს ტურისტს ეძებენ. მოსკოველი ტურისტის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება.
1973 წელს დაბადებული მოსკოველი ალექსანდრე შარონოვი 3 მაისს გაუჩინარდა. იგი სპორტსმენი იყო და რაფრინგით იყო დაკავებული. რუსი ტურისტი სწორედ მდინარეზე დაშვებისას გაუჩინარდა. სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს ინფორმაციით, ეს ტურისტული ჯგუფი, რომელიც მდინარე ბზიფზე ვარჯიშობდა არც ე.წ. ტურიზმის კომიტეტში და არც ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამმართველოშუ დარეგისტრირებული არ ყოფილა.
მდინარე ფზიფი - აფხაზეთის ერთ-ერთი დიდი მდინარეა. იგი სათავეს ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე იღებს.