რუსმა სპეციალისტებმა სეპარატისტულ აფხაზეთში პოლიგონების განაღმვითი სამუშაოები დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, განსანაღმავია დაახლოებით 12 ათასი ჰა. ფართობი.
"რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის დანაყოფების საინჟინჟინრო -განმნაღმველების დანაყოფის სპეციალისტებმა, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკაში არიან დისლოცირებულნი წებელდისა და ნაგვალოუს პოლიგონების წმენდა დაიწყეს.
ყოველივე ეს ახალი სასწავლო პერიოდის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 1 ივნისს უნდა დაიწყოს", _ აცხადენს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პოლკოვნიკი იგორ გორბული.
მასალის გამოყენების პირობები