უფლებების დამცავმა ორგანიზაციამ "ამნესტი ინტერნეიშენალი" ადვოკატ სტანისლავ მარკელოვისა და ჟურნალისტის ანასტასია ბაბუროვას მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ მიმართა რუსეთის ხელისუფლებას მოწოდებით, შეაჩეროს უფლებების დამცველი ორგანიზაციების აქტივისტების დევნა, იპოვოს მკვლელები და ჩაატაროს ღია და სამართლიანი სასამართლო. ორგანიზაციამ ადამიანის უფლებების დარღვევაში აშშ-საც დასდო ბრალი.
"რამდენიმე ცნობილი უფლებების დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მკვლელობა 2009 წელში, ამავე დროს, წარუმატებელი მცდელობები დაისაჯონ მათი მკვლელები _ იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთში უფლებების დამცველი ორგანიზაციების მუშაობას პატივს არავინ სცემს", - განაცხადა "ამნესტი ინტერნეიშენალი" პროგრამის ევროპული და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორმა ხალია ხოვენმა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტანისლავ მარკელოვი, ანასტასია ბაბულოვა, ისევე როგორც მათი თანამებრძოლები ანა პოლიტკოვსკაია და ნატალია ესტემიროვა, ხმას იმაღლებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
სწორედ ამიტომაც დარღვეულ იქნა მათი მთავარი უფლება - სიცოცხლის უფლება.
"ამნესტი ინტერნეიშენალი" თავისი სერიოზული პრეტენზიები ვაშინგტონის მიმართაც გამოთქვა.
"სიტუაცია შემდეგნაირია, ახალი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგაც თითქმის 200 ადამიანი რჩება ყოველგვარი სასამართლოსა და გამოძიების გარეშე გუანტანამოს ბანაკში, ხოლო ამ და სხვა მათი მსგავსი ადამიანების მიმართ დარღვეული ადამიანების უფლებები რომლებსაც აშშ "ტერორთან ომს" უწოდებდა ალბათ უფრო მითია, ვიდრე რეალობა", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუანტანამოს ციხის დახურვის პირობა ჯერ კიდევ 2009 წელს დადო. უფლებების დამცველები მიესალმებიან ამერიკული ადმინისტრაციის ამგვარ სიტყვებს, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ "ეს სიტყვები კონკრეტულ ქმედებებს უნდა ემთხვეოდეს".