ამერიკელი გენერალი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს ნატოს სამხედრო საჰაერო შეიარაღებული ძალების ობიექტზე გადიოდა, ჩრდილოეთ იტალიაში, პოდჟორენატიკოში, ქალაქ ფერარის ახლოს მომხდარ საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამერიკელი გენერალი არიან პონე პირდაპირი დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. მისი BMჭ ის ტიპის ავტომობილი "ნისანის" ტიპის სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ ხუთი ავტომანქანა დაზიანდა. ერთ-ერთი მძღოლი კი მსუბუქად დაშავა.
ნიუ-იორკის შტატის მცხოვრები 46 წლის პონე სამხედრო სამსახურს ნატოს მეხუთე ოპერატიულ სამხედრო საჰაერო ცენტრში გადიოდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.