მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამაზ ახალკაცი ხაშურში არსებულ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე საუბრობს.
მისი თქმით, ხაშურის ცენტრალურ ქუჩებში არ არის განათება, 26 მაისის ქუჩა კი იმდენად კეთილმოუწყობელია, რომ იქ ავტომობილით გავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
როგორც მოძრაობის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ხაშურის ბიუჯეტი იძლევა შესაძლებლობას, ამ პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარდეს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ამ ნაბიჯებს არ დგამს.
რამაზ ახალკაცის თქმით, ხაშურის მოსახლეობას ასევე მძიმე ტვირთად აწევს ნაგვის და წყლის მაღალი გადასახადი.
"ხაშურის ბიუჯეტიდან შესაძლებელია დოტაციის გამოყოფა, რათა ეს ხარჯები ნაწილობრივ მაინც დაიფაროს", _ აცხადებს ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.