რუსეთის პრეზიდენტი სოჭში ოს სეპარატისტთა ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა. "ეს თქვენი პირველი ვიზიტია რუსეთში პრეზიდენტად არჩევნევის შემდეგ. ჩვენ ვიცით, რა უძღვოდა წინ ამას და იმედს ვიტოვებ, რომ სიტუაცია გამოსწორდება", _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებებზე და სეპარატისტთა ლიდერს დახმარებას მომავალშიც დაჰპირდა.
"სამხრეთ ოსეთის ხალხის ისტორიის მძიმე მომენტებში რუსეთი ყოველთვის გვერდით იყო და იქნება კიდეც გვერდით ეკონომიკის აღდგენის საკითხებში", _ განაცხადა პუტინმა, რაზეც თავის მხრივ ოს სეპარატისტთა ლიდერმა მას განუცხადა: "სახრეთ ოსეთის მოსახლეობა პატივს გცემთ და გაფასებთ თქვენ".
შეგახსნებთ, რომ გუშინ ვლადიმერ პუტინი სოჭში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსნადრე ანქვაბს შეხვდა.