საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის ხელშეწყობით, სტამბულში 2010 წელს კიევში შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის მონაწილეთა მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, როგორც საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი "მხარეებმა 1992-1993 წწ. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პრობლემა და მათი მოძიების საკითხები განიხილეს".
"მინდა მადლობა გადავუხადო მონაწილეებს ერთგულებისა და მზაობისათვის ამ რთულ საკითხში პროგრესის მისაღწევად", _ განაცხადა აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ასკარ უმარბეკოვმა, რომლის თავმჯდომარეობითაც გაიმართა ეს შეხვედრა.
"უმაღლესი დონის შეხვედრაზე საკოორდინაციო მექანიზმის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს მიმართულებას, რომელიც 2011 წელს შექმნილმა სასამართლო-სამედიცინო ჯგუფმა მიიღო. უკვე მიღებულია რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა იმ პირების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა სინათლე შეიტანონ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში", _ აღნიშნულია პრესრელიზში.
საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტი ნეიტრალური შუამავლის როლს ასრულებს.