მეცნიერებმა შეძლეს ორი პაციენტისთვის გაეფანტათ სრული სიბრმავის მრავალწლიანი სიბნელე, ბრიტანეთში ავადმყოფებს პიგმენტური რეტინიტით გაუკეთდათ ოპერაცია თვალის იმპლანტანტის ჩასმით.
ორივე დაავადებული - კრის ჯეიმსი და როდინ მილარი - რამდენიმე წლის განმავლობაში თანდათან კარგავდა მხედველობას, რადგან თვალის უკანა ნაწილში ფოტორეცეპტორული უჯრედები თანდათან წყვეტდნენ მუშაობას. ახლა კი პაციენტებმა შეძლეს გაერჩიათ შუქი, საგნები.
ეს პირველი კლინიკური გამოცდა-ოპერაციაა, რომელიც ოქსფორდის ოფთოლმოლოგიურ სავადმყოფოში გაკეთდა. ავადმყოფებს დაუყენეს უწვრილესი ჩიპი 3კვ.მმ-ფართობზე, თუმცა განსაკუთრებით მაღალი სინათლის მგრძნობელობის გამო (1500 პიქსელი) ჩიპმა შეძლო შეესრულებია თვალის ბადურის ჩხირების სამუშაო. ბადურის უკან განთავსებული ჩიპი მონაცემებს გადასცემს მართვის ბლოკს, რომელიც გადაინერგება კანში ყურს უკან, ხოლო ის თავის მხრივ ტვინს.
პირველმა პაციენტმა კრის ჯეიმსმა აღიარა, რომ როცა იმპლანტანტი პირველად ჩართეს, მან თითქოს ჯადოსნობა განიცადა, დაინახა მოციმციმე ცეცხლი.
"ახლა ახლო მანძილიდან შემიძლია განვასხვაო ხაზის კონტური, შორ მანძილზე ჯერ არა. ამჟამად ვსწავლობ სიგნალების ინტერპრეტირებას ჩიპიდან ჩემს ტვინში, ის თავიდან უნდა მიეჩვიოს მხედველობას", - განაცხადა კრის ჯეიმსმა
მეორე ავადმყოფი გამოტყდა, რომ მან 30 წლის განმავლობაში პირველად ნახა ფერადი სიზმრები.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეძლეს, მხედველობა დაებრუნებინათ სრულად დაბრმავებულთათვის. მხედველობის აღსადგენად ჩატარებული ყველა ცდა ტარდებოდა სუსტი მხედველობის მქონე პაციენტებზე და ეხებოდა ღეროვანი უჯრედების ტექნოლოგიას.
ასევე იყო მცდელობა, თვალის ფუნქცია ვიდეოკამერით შეეცვალათ. ექსპერიმენტი ჩიპის იმპლანტირებით ამ მხრივ პირველია, ის ჩაუტარდა სრულიად ბრმა ადამიანებს, თუმცა ამ ტექნოლოგიის პირველი ტესტი ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ გერმანიაში დაიწყო.