რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის რწმუნებული შვიდი რუსული რეგიონისგან შემდგარ ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქში ალექსანდრე ხლოპონინი აცხადებს, რომ ჩრდილო კავკაიაში გადაუჭრელ პრობლემებს ვერ ხედავს და პირობას დებს, რომ უმოკლეს დროში შეიმუშავებს ჩრდილო კავკასიის ეკონომიკური განვითარების გეგმას.
"ვერაფერ გადაუჭრელს ამ რეგიონში ვერ ვხედავ. უახლოეს მომავალში შემუშავდება ერთი მთლიანი პროგრამა ჩრდილო კავკასიისთვის", _ განაცხადა დღეს ხლოპონინმა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შევლენ სტავროპოლის ოლქი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა, დაღესტანი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკა - ალანია. ფედერალური ოლქის ცენტრი პიატიგორსკი იქნება. ადრე ყველა ეს რეგიონი სამხრეთ ფედერალური ოლქის შემადგენლობაში შედიოდნენ.