უკრაინული ინტერნტგვერდი "ობოზრევატელი" ირწმუნება, რომ მათ ხელში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძისა და საქართველოს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საუბრის ჩანაწერი ჩაუვარდათ ხელთ.
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სატელეფონო საუბრის შემდეგ "ობოზრევატელს" ხელში კიდევ ორი საუბრის ფირი ჩაუვარდა, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ქართველი ბოევიკების მიერ ჩაშლის განზრახვას ადატურებს", _ იუწყება უკრაინული მედია.
მათი ინფორმაციით, პირველი ფირი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძისა და ვინმე კონსტანტინეს საუბარს ასახავს, რომელიც მათ შორის 2010 წლის 11 იანვარს შედგა.
მოსაუბრეები განიხილავენ უკრაინაში, კერძოდ დონეცკში, ქართველი დამკვირვებლების რეგიტრაციასთან დაკავშირებულ სკანდალს.
"თარგამაძე არ ფრთხილობს გამონათქვამებში და პირობას დებს, რომ ჩამოვა და დახურავს ამ ქალაქს, "თუ ისინი ჩვენი მტრები იქნებიან" და დამკვირვებლებთან დაკავშირებული სკანდალი გაგრძელდება", _ წერს უკრაინული მედია.
საუბრის მეორე ფირი _ გივი თარგამაძისა და საქართველოს შს მინიტრს ვანო მერაბიშვილის საუბარს ეხება, რომელიც 2010 წლის 14 იანვარს შედგა.
"ამჟამად საუბარი მიდის ქართული "დესანტის" გადახმაზე უკრაინაში თვითმფრინავით, იმის გამო, რომ თბილისიდან რეისს ნებართვას არ აძლევენ. მერაბიშვილი მომხდარის შესახებ აცხადებს, რომ "ყველაფერი შესაძლოა უარესად ყოფილიყო, მათ რომ საერთოდ უარი ეთქვათ, ახლა კი ისინი დისპეჩერების დონეზე მაინც არიან", _ წერს "ობოზრევატელი".
ამის შემდეგ, მათი ინფორმაციით, "მოსაუბრეები პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. კერძოდ, ნახსენებია "დამატებითი რეისი", რომელიც მიცემს თარგამაძეს კიდევ დაახლოებით 300 ადამიანს. საუბარია ასევე ადამიანების გადაყვანაზე იმ თვითმფრინავით, რომელსაც ტიმოშენკო ან მისი ხალხი გამოყოფს.
მერაბიშვილისა და თარგამაძის საუბარი მეორე ტურსაც ეხება _ მერაბიშვილი თარგამაძეს სთავაზობს, სთხოვონ უკრაინულ მხარეს, დახმარება მეორე ტურისთვის ხალხის გადასაყვანად, რადგან დაგეგმილი 200-300 ადამიანის გამოგზავნა ქართული თვითმფრინავებით ძნელია".
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ საუბრის დროს ასევე ნახსენებია "მებრძოლები", რომლებსაც მერაბიშვილი უგზავნის თარგამაძეს, თუმცა თარგამაძე ამაზე პასუხობს, რომ ისინი "უკვე დონეცკში არიან".