უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში გადასვლა ვერ შეძლო არჩევნების შედეგებზე პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ , რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დემოკრატიულად და კანონიერად ცატარდა.
"არჩევნები ცატარდა თავისუფლად, დემოკრატიულად და კანონიერად",_ განაცხადა დღეს იუჩენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა რომ იგი "იღებს" არჩევნების შედეგებს.
აღნიშნული კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის პირველი კომენტარია არჩევნების შედეგებთან დაკავირებით.
არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიის "რეგიონების პარტიის" ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი და უკრაინის პრემიერი იულია ტიმოშენკო გავიდნენ.