ჰაიტში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სეისმოლოგები მიიჩნევენ, რომ კარიბის ზღვის კუნძულებს მალე კიდევ უფრო ძლიერი 8,5-9 ბალიანი მიწისძვრა ელოდება.
სეისმოლოგების ვარაუდით, მიწისძვრა, შესაძლოა, გამოიწვიოს ცუნაამმა, რომელიც თავისი სიძლიერით შესაძლოა ხუთი წლის წინ ინდოეთის ოკეანეში მომხდარ კატასტროფულ ცუნამს შეედაროს.
"ნგრევის მაშტაბებმა შესაძლოა 2004 წლის კატასტროფა დაჩრდილოს, რადგან გიგანტური ტალღის გავრცელება უფრო მცირე ტერიტორიაზე მოხდება", - აცხადებენ სეისმოლოგები.
ასეთ შემთხვევაში საშიშ ზონაში ხვდება მთელი კარიბის ზღვის აუზი, ცენტრალური ამერიკა, აშშ-ს მექსიკის ყურის სანაპირო და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპირო.
შეგახსენებთ, რომ ჰაიტში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 75 ათასს აღწევს, 250 ათასი ადამიანს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული, მილიონზე მეტი კი საცხოვრებელი პირობების გარეშეა დარჩენილი.