დიდთოვლობის გამო ყაზბეგის რაიონი სრულ იზოლაციაშია მოქცეული.
რაიონის ათობით სოფელი გარესამყაროს მოწყდა. პარალიზებულია მოძრაობა საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე. დათოვლილი გზის გაწმენდითი სამუშაოები ცოტა ხნის წინ დაიწყო. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.
ზვავსაშიშროების გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
დიდთოვლობის გამო ყაზბეგის რაიონს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია.