გერმანიის ექვსმა უმსხვილესმა გაერთიანებამ, რომლებიც ექსპორტიორებისა და მრეწველების ინტერესებს იცავენ რუსეთთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება მოითხოვა. მათი განცხადებით, ვიზები ამუხრუჭებენ საქმიან ურთიერთოებებს და იწვევენ ზედმეტ დანახარჯებს.
შესაბამისი ერთობლივი მიმართვა ქვეყნის მთავრობას და ბუნდესტაგს გადაუგზავნეს გრმანული ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტმა, გერმანიის ბანკების ფედერალურმა გაერთიანებამ, საბითუმო, საგარეო ვაჭრობისა და მომსახურეობის ფედერალურმა გაერთიანებამ, გერმანიის ტურიზმის გაერთიანებამ, გერმანიის მანქანათმშენებელთა გაერთიანებამ და და გერმანიის საავტომობილო მრეწველობის გაერთიანებამ.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ ბერლინის კედლის დანგრევიდან ორი ათეული წლის შემდეგ სავიზო ბარიერები კვლავინდებურად ამუხრუჭებენ ეკონომიკურ კავშირებს.
გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის თავმჯდომაარემ გეკხარდ კორდესმა აღნიშნა, რომ მიუღებელია ის ფაქტი, როდესაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ევროპაში ამუხრუჭებს გერმანია, რომელიც ექსპორტზეა ორინენტირებული. მან აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყნებთან როგორიცააა მექსიკა, ჰონდურასი, ვენესუელა და ნიკარაგუა გერმანიას უკვე დიდი ხანია არ აქვს სავიზო რეჟიმი და ასეთივე რეჟიმი უნდა არსებოობდეს აღმოსავლეთ მეზობლებთან -რუსეთთან, უკრაინასა და მოლდოვასთან.
კორდესმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყნის საგარეო უწყება და ეკონომიკის სამინისტრო ღიად გამოდის სავიზო რეჟიმის გაუქმების მხარდაჭერის ინიციატივით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, პოლიტიკოსები, რომლებიც შიდაპოლიტიკურ სფეროებს კურირებენ ქმნიან წინააღმდეგობებს უსაფრთხოების საკითხებზე აპელირებით.
კორდესის თქმით, ბიომეტრიული პასპორტები და საზღვრების კომპიუტერებით აღჭურვა უფრო უწყობს ხელს უსაფრთხოებას, ვიდრე ვიზების გაცემის პროცედურები, დახარჯული დრო და სახსრები.