მსოფლიოს მოსახლეობას შორის იზრდება რწმენა იმის თაობაზე, რომ მათ სახელმწიფოებში ეკონომიკური დოვლათი არასამართლიანად ნაწილდება. Globescan-ის მიერ BBC-ისთვის ჩატარებულ გამოკითხვაში ეკონომიკური დოვლათის არასამართლიანად განაწილებაში დარწმუნებულია 22 -დან 17 სახელმწიფოს მოსახლეობის უმრავლესობა. 2009 წლიდან, როდესაც პირველად ჩატარდა ანალოგიური გამოკითხვა, უკმაყოფილოთა რიცხვი 3%-იდან 61%-მდე გაიზარდა.
"ნეგატიური დონე კრიზისის შემდეგ ეკონომიკის არამყარი აღდგენის გათვალისწინებით იზრდება. მოქალაქეების უკმაყოფილობა სოციალურ პროტესტებში გადაიზარდა. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პროტესტი "დაიპყარი უოლ-სტრიტი" გახდა, როდესაც ელიტა წლების განმავლობაში საკუთარი სიმდიდრის დაგროვებაში დაადანაშაულეს. აღინიშნებოდა, რომ იმავე ელიტას ამჟამად საკუთარი ქვეყნებისა და მოსახლეობის თანადგომა არ სურს", - აცხადებს Globescan-ის ანალიტიკოსი სემ მაუნტფორდი.
გამოკითხვის მიხედვით, იმაში, რომ დოვლათი არასამართლიანად ნაწილდება დარწმუნებულია ესპანელი რესპოდენტეების 92%, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში და ჩილეში -80%-ზე მეტი. აშშ-ში ამ მაჩვენებელმა 65% შეადგინა, დიდ ბრიტანეთში - 61%. რუსეთში კი უკმაყოფილოთა რაოდენობა კვლანიდებურად მაღალია და 78%-ს შეადგენს.
დოვლათის განაწილებაში, რომ მათი უფლლებები არ ირღვება დარწმუნებულია ხუთი ქვეყნის -განის, ავსტრალიის, კანადის, ინდოეთის და კენიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი.
"სწორედ განვითარებული და წარმატებული ქვეყნების მოქალაქეები სულ უფრო და უფრო ვარდებიან დეპრესიაში. კეთილდღეობის დონესთან ერთად იზრდება მათი უკმაყოფილება ცხოვრებით, სახელმწიფოთი. მთავარ მიზეზებს შორისაა შემოსავლების არასწორი განაწილების განცდა, ასევე ეკონომიკის ზრდის ნელი ტენდენცია", - აცხადებენ ექსპერტები.
უკმაყოფილოთა ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირებულია ესპანეთში - 26% სადაც უმუშევრობა 2009 წლიდან 4%-ით გაიზარდა და 23% შეადგინა. რაც შეეხება აშშ-ს აქ მდგომარეობა უმუშევრობასთან მიმართებაში გაუმჯობესდა, თუმცა უკმაყოფილოთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა, რის მიზეზადაც ეკონომიკის ზრდის ნელი ტემპი სახელდება.
უკმაყოფილოთა რაოდენობა შემცირდა თურქეთში, გერმანიაში, მექსიკაში, კენიასა და ეგვიპტეში.