სამხრეთ კორეული კომპანია Samsung Electronics-ის წმინდა მოგება, პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 81,3%-ით გაიზარდა.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, იანვარ-მარტში კომპანიის მოგებამ 4,44 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2011 წლის პირველ კვარტალში კომპანიის მოგება 2,45 მლრდ დოლარი იყო.
მოგებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა Samsung-ის გაყიდვებიც.
პირველ კვარტალში Samsung-ის გაყიდვები 22 %-ით, ანუ 39,85 მლრდ. დოლარითაა გაზრდილი.
შეგახსენებთ, Samsung-ის ელეტრონული ტექნიკის ლიდერი კომპანია და მის ნაწარმზე მსოფლიოში მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.