ხვალ, 21 იანვარს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს თომას ჰამარბერგს შეხვდება. ინფორმაციას ამი შესახებ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თომას ჰამარბერგის მოსკოვს სამუშაო ვიზიტით შეხვდება. მათი საუბრის თემა საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება იქნება. რადგანაც რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას წერს ევროკავშირის დამკვირვებლები, რომელთა ფუნქციებში შედის ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგი 5 იანვარს მიწვეული იყვნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმისათვი რათა დაკავებული გენადი ფლიევის დაკავების ადგილი მოენახულებინათ.
შეგახსენებთ, რომ გენადი ფლიევი ქართველმა სამართალდამცავებმა 4 იანვარს სოფელ ნიქოზში დააკავეს. იგი რუსეთი მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენი საქართველოს ტერტორიაზე შეიარაღებული იყო გადმოსული.