"ედუარდ კოკოითი განდევნილი პრეზიდენტია და მას ეს უნდა ესმოდეს",_ განცხადება ამის შესახებ თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამბოლატ თედეევმა გააკეთა, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტობა" ჰქონდა გადაწყვეტილი. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
"ის განდევნილი პრეზდენტია და მას ეს უნდა ესმოდეს. არადა, ალბათ ძალიან უნდა მოენდომებინა, რომ ამხელა პოტენციალით, ეკონომიკური რესურსებით, ადმინისტრაციული რესურსებით ის რომ მთელი ხალხი აღმდგარიყო მის წინააღმდეგ. რა ნამუსით უნდა ჩამოვიდეს ის კიდევ აქ?! და როგორ უნდა უყუროს იმ ადამიანებს თვალებში რომლებსაც ამდენი ტკივილი მიაყენა?!", _ განაცხადა თედეევმა კითხვაზე პასუხის გაცემისას მისი აზრით თუ როგორ იქნება ოს სეპარატისტთა ყოფილი ლიდერის ედუარდ კოკოითის მომავალი.