ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს და წერს, რომ 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
როგორც ცნობილია, პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.