უცხოელმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, საერთო ჯამში, ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდა. აღნიშნული დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს უკრაინაში მყოფი უცხოელი დამკვირვებლების უმეტესობამ გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ "უკრინფორმი" ავრცელებს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციამ უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დადებითი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება დემოკრატიისკენ და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
"საერთო ჯამში, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. მას შემდეგ რაც მე თავად ვადევნებდი თვალს უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს შემიძლია განვაცხადო, რომ უკრაინამ დემოკრატიისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა", _ განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, აშშ-ის ყოფილმა კონგრესმენმა ჯიმ კოლბიმ.
იმის შესახებ, რომ უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების უმრავლესობას შეესაბამებოდა, განცხადება ეუთოს დამკვირვებლებმაც გააკეთეს.
ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები პირველი ტური მაღალი ხარისხით ჩატარდა და მან მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა წინათ ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით. უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ეუთოსა და ევროსაბჭოს მოთხოვნათა უმრავლესობის შესაბამისად ჩატარდა.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმი მიცემის პროცედურაც და ხმის დათვლის პროცედურაც დადებითად შეაფასეს.