რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს უკრაინის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უკრაინასთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი აქვს. განცხადება ამის შესახებ ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის ემხრობოდა იმას, რომ "ამ ურთიერთობებში არ ყოფილიყო რამე ხელოვნური, პოლიტიზირებული და ისეთი, რასაც არავითარი საერთო არა აქვს არც უკრაინელ და არც რუს ხალხთან", _ განაცხადა ლავროვმა.