ფოთში ძლიერი ქარბუქი მძვინვარებს. სტიქიამ ქალაქის ერთ-ერთ სკოლას სახურავი მთლიანად ახადა.
ზარალის დათვლის შემდეგ შენობა განათლების სამინისტროს ხარჯებით თავიდან გადაიხურება.
აღნიშნულის გარდა, ძირფესვიანადაა მოგლეჯილი ასწლოვანი ხეებიც. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, 1500-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
შემთხვევის ადგილზე დილიდან მუშაობენ კომპანია "ენერგოპრო-ჯორჯიას" ბრიგადები. მოსახლეობას დენის მიწოდება, სავარაუდოდ, საღამოს აღუდგება.