"თიბისი გალერეაში" დღეს, ქართველი ჟურნალისტისა და მეცნიერის იური ვაჩნაძის წიგნის "ქართულ-რუსული კონტრაპუნქტი" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თიბისი გალერეადან" აცნობეს, წიგნში ქართულ და რუსულ ენაზე, ქრონოლოგიურად არის აღწერილი ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს ყველა სფეროში მომხდარი მნიშველოვანი მოვლენები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის კუთხით.
წიგნს თან ერთვის კომპაქტ-დისკი იური ვაჩნაძის რადიოგადაცემების, რომლებიც სხვადასხვა დროს რადიოსადგურ "თავისუფლების" ეთერით გადაიცა.