დღეს, 23 აპრილს, საქართველოში წიგნის დღე აღინიშნება. წიგნის დღე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ინიციატივით დაარსდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ნიკოლოზ რურუას გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 23 აპრილს მკითხველი სასურველი წიგნის შეძენას არსებულთან შედარებით დაბალ ფასად შეძლებს.
წიგნის დღის სახელდებასთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრმა წიგნის მაღაზიებს სამინისტროს მიერ გამოცემულ (სამინისტროში პრეზენტირებულ) წიგნები აჩუქა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოცემებს მკითხველი „სანტა-ესპერანსას", „ლატერნას" და „ლიბრას" მაღაზიების ქსელში იპოვის.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოცემები:
გრიშაშვილის "ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა";
ჟურნალი კავკასიონი (ორტომეული); ნუგზარ შატაიძის რჩეული მოთხრობის კრებული „შეხვედრა";
DVD დისკები- „გალობის რაინდები"; იგორ ობოლენსკის "ღირსების ფასი,
ქართველი ქმრების ისტორიები" (ინგლისური გამოცემა);
იგორ ობოლენსკის „ღირსების ფასი, ქართველი ქმრების ისტორიები" (რუსული გამოცემა);
გიგი სულაკაურის ლექსების კრებული "ხეტიალი",
დევიდ თოროს "უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება";
როლან ბარტის "მითოლოგიები";
ზურაბ სამადაშვილის რომანი "ხმაურიანი დღეები";
გივი შახნაზარის თარგმანი "ას ერთი ჰაირენი" -ნაჰაპეტ ქუჩაკი;
კატალოგები „ფერწერა" და „მაგნუმი", ვაჟა-ფშაველას ფოტოალბომი;
ვაჟა-ფშაველას სამტომეული;
მიქელ თამარაშვილის "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის"; გრიგოლ ტატიშვილის 4 წიგნის რეპრინტი;
მერაბ ოძელაშვილის „სახელმძღვანელო-ჯაზის თეორიისა და პრაქტიკის სისტემური კურსი".