ოს სეპარატისტთა ლიდერმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მთავრობის" გადადგომა მიიღო. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ტამარა ქელეხსაევამ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, "ინაუგურაციის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებით, სამხრეთ ოსეთის მთავრობას დავალებული აქვს შეასრულოს თავისი მოვალეობების შესრულება სამხრეთ ოსეთის ახალი მთავრობის ფორმირებამდე".
შეგახსენებთ, რომ გუშინ ცხინვალში ოს სეპარატისტთა ახალი ლიდერის ლეონიდ ტიბილოვის ე.წ. ინაუგურაცია შედგა, რომელზეც მან განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის არჩევანი "სამუდამოდ რუსეთთან ყოფნაა".