ტვინის ზომები და ინტელექტის დონე HMGA2 გენის სხვადასხვა ვარიანტთან დაკავშირებული აღმოჩნდა, ასეთ დასკვნამდე მივიდა მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფი პოლ ტომპსონის ხელმძღვანელობით (აშშ, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტი).
ავტორებმა გააანალიზეს 21 ათასზე მეტი ადამიანის სამედიცინო მონაცემები, რომელთა შორის იყვნენ ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და ავსტრალიის მცხოვრებლები. მონაწილეებმა გენომის გაშიფვრასთან ერთად, გაიარეს თავის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, რომლის დროსაც განისაზღვრა ტვინის ზომა. გარდა ამისა, მოხალისეებმა გაიარეს გონებრივი განვითარების შესაძლებლობების ტესტი.
შესასწავლ მონაცემებში მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლინდა გენი HMGA2 სხვადასხვა ვარიანტის მატარებლებში, კოდირებული ამავე სახელწოდების ცილით, რომელიც ტრანსკრიფციის პროცესს არეგულირებს. ინტელექტის კოეფიციენტი მათში, ვინც გენის ორი C -ვარიანტის მატარებელი იყო (მონაწილეთა დაახლოებით 25%) საშუალოდ 1,3 ქულით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე C და Т ვარიანტის (მოხალისეთა ნახევარი) და 2,6 ქულით მაღალი, ვიდრე ორი Т ვარიანტის მფლობელებში.
ანალოგიური ურთიერთკავშირი გამოვლინდა თავის ტვინის საერთო ზომებისთვის, რომელიც თითოეული მითითებული ჯგუფიდან 0,6 %-ით განსხვავდებოდა. მკვლევრებმა ასევე გამოარკვიეს, რომ გენი TERT-ის სხვადასხვა ვარიანტი შეესაბამებოდა გიპოკამპის ზომების ცვლილებას 1,2 %-ით.