ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის" ლეონიდ თიბილოვის "ინაუგურაცია" დღეს ცხინვალში 13:15 საათზე დაიწყება და ერთ საათს გასტანს.
"ინაუგურაციის" ცერემონიალზე 500 მდე სტუმარია დაპატიჟებული. ე.წ. ცერემონიალის ტრანსლირება ტელევიზიის პირდაპირი ეთერით მოხდება.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიალს დაესწრებიან ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პირველი და მეორე პრეზიდენტები ლუდვიგ ჩიბიროვი და ედუარდ კოკოითი".
ღონისძიებაზე ასევე მოწვეულნი არიან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე "პრეზიდენტობის" სხვა კანდიდატები.
რუსეთიდან ღონისძიებაზე დასასწრებად რუსეთის დუმის დელეგაცია ჩამოვა, რომელსაც დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი უხელმძღვანელებს.
მათივე ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში უკვე იმყოფებიან დელეგაციები სეპარატისტული აფხაზეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან, დნესტრისპირეთიდან და ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებიდან. იქ ასევე იმყოფება ნიკარაგუას ე.წ. ელჩი სამხრეთ ოსეთში ლუის მოლინა კვადრა.
მასალის გამოყენების პირობები