ამერიკელმა მეცნიერებმა გააანალზეს 90 კვლევის შედეგი. კვლევაში ქრონიკული დაავადების მქონე 10,5 ათასზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა, რომლებიც ცხოვრების ნაკლებმოძრავ წესს მისდევდნენ. აღმოაჩინეს,რომ ფიზიკური ვარჯიში დეპრესიული მდგომარეობის დაძლევაში ეხმარება.
"დეპრესია, რომელიც ძალიან ხშირად ქრონიკული დაავადებების დროს გვხდება, იწვევს სოციალური აქტიურობის შეზღუდვას, ექიმთან კონტაქტის გაუარესებას და ინვალიდობის შემთხვევების გახშირებას", - აცხადებს კვლევების ხელმძღვანელი მეთიუ ჰერინგი.
პაციენტები, რომლებიც 17 კვირის განმავლობაში კვირაში სამჯერ 42 წუთის განმავლობაში დაკავებული იყვნენ ძალის ან აერობიკის ვარჯიშებით, თავს გაცილებით კარგად გრძნობდნენ, ვიდრე პაციენტები, რომლებიც ფიზიკურ ვარჯიშს ასრულებდნენ საშუალო ან მაღალი ინტენსივობით.
ამგვარად, პაციენტებს ქრონიკული დაავადებებით ესაჭიროებათ არა უბრალოდ ფიზიკური ვარჯიში, არამედ მკვეთრად განსაზღვრული ფიზიკური აქტივობის პროგრამა.