მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გაუარესებას განაგრძობს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ასევე, კალასის თქმით, ევროპელი ელჩების მიმართ თავდასხმები მიუღებელია.
„მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გაუარესებას განაგრძობს. ევროპელი ელჩების მიმართ პირადი თავდასხმები მიუღებელია და ამას დიპლომატიაში ადგილი არ აქვს.
კომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს. ნოემბერში ძალაში შევა ახალი სავიზო რეგულაციები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის“, – განაცხადა კალასმა.